მთავარისიახლეებისაზოგადოება13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის კაცს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის კაცს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

Published on

გურჯაანში 15 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ფერმაში შეიტყუა 13 წლის არასრულწლოვანი და გააუპატიურა, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს:

“პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- აღნიშნულია განცხადებაში. 

სიახლეები

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში...

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის - იტალიის...