მთავარისიახლეებივინ გახდება მთავარი პროკურორი? - გაბიტაშვილი კანდიდატთა სამეულშია

ვინ გახდება მთავარი პროკურორი? – გაბიტაშვილი კანდიდატთა სამეულშია

Published on

გადაიავდრებს თუ არა “ქართული ოცნება” ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას გიორგი გაბიტაშვილს – გადამწყვეტი არჩვების წინ და 6 წლის ვადით? ირაკლი შოთაძის მოადგილე საპროკურორო საბჭოს სრულმა შემდგენლობამ იმ სამ კანდიდატს შორის უკვე დაასახელა, ვინც კენჭისყრის დროს შეარჩიეს.

დარეჯან ბუცხრიკიძე, ვიქტორ ახალბედაშვილი და გიორგი გაბიტაშვილი – ამ კანდიდატიდან საბჭოს ხვალ საბოლოოდ ერთი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს.

„საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა, დავით ბარბაქაძე – 1 ხმა, ლალი ბუნტური – 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა.

აღნიშნული მონაცემებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ერთადერთი, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, იაგო ხვიჩია იყო. მისი თქმით, პროცესი ფორმალურია, რადგან ისედაც ცხადი იყო, რომ ამ პოსტზე “ოცნება” სწორედ გიორგი გაბიტაშვილს შეარჩევს.

რაც შეეხება დარეჯან ბუცხირიკიძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს, ისინი ამბობენ, რომ სამეულში მოხვედრის იმედი ჰქონდათ, თუმცა კარგად იციან, რომ “ოცნების” ფავორიტი გიორგი გაბიტაშვილია.

მრავალფეროვანი კითხვები იყო, ერთი თემატიკა არ ყოფილა. ცუდად არ გამოვედი, მემგონი და სიმართლე გითხრათ, რაღაც მოლოდინი მქონდა. გაბიტაშილს შეიძლება მეტი პერსპექტივა ჰქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყო საკმაოდ მაღალ პოსტზე სისტემაში და დავუშვათ, ცნობადობა და გულშემატკივრობა შიგნიდან გაცილებით დიდია, – ამბობს ახალბედაშვილი.

ვერავინ დაბეჯითებით ვერ იტყვის, რომ მე ეს შემიძლია, მე ის შემიძლია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ასე გადაწყვიტა და მადლობა მათ. ღირსეულ კანდიდატადაც მიმაჩნია მე ბატონი გიორგი. ათეული წლებია მუშაობს, პატივსაცემი ბატონო ბრძანდება. დანარჩენი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, – ამბობს ბუცხრიკიძე

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...