მთავარისიახლეებისაზოგადოებაX თაობის ბილიველებისათვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

X თაობის ბილიველებისათვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

Published on

X თაობის ბილიველებისათვის სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა,დასკვნითი ღონისძიება სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ გაიმართა, სადაც ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა საინტერესო პროექტებით, შეხვედრებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული 2023-2024 სასწავლო წელი შეაჯამეს.

დახურვის ღონისძიებაზე, ჯგუფებად დაყოფილმა ბილიველებმა მათთვის გამორჩეულ პროექტზე პრეზენტაციები წარადგინეს.

ბილივის გუნდის გადაწყვეტილებით შეხვედრაზე გამოვლინდნენ წლის ბილიველები, რომლებმაც საკუთარი აქტიურობიდან და მოხალისეობრივ პროექტებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “წლის ბილიველის” წოდება დაიმსახურეს.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები ბილივის საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობისთვის.

‘’ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, რეგიონში, კერძოდ ფოთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. არაერთ საინტერესო შეხვედრაზე დასწრებითა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობით, ჩვენ ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ მათ უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესში. ამას უკვე 10 წელია მოხალისეობრივად ვახორციელებთ და ძალიან ვამაყობთ ამით“,- განაცხადა ფონდ ბილივის თანადამფუძნებელმა მარიკა ნადარაიამ.

ბილივის საგანმანათლებლო პროექტების კურსდამთავრებულთა სიას, რომელიც უკვე 550 -ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წელს 35-მდე ფოთელი მოსწავლე შეემატა.

ცნობისთვის, ფონდი ბილივი არის არაკომერციული, არაპოლიტიკური დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 10 წლის წინ დასავლეთ საქართველოში, საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად დაფუძნდა. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება. ბილივი ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ეხმარება ბენეფიციარებს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციაში, განათლების დონის ამაღლებასა და პროფესიული დონის გაუმჯობესებაში

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...