მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისსა და რეგიონებს სტიქიამ შეუტია - რა ხდებოდა ღამით

თბილისსა და რეგიონებს სტიქიამ შეუტია – რა ხდებოდა ღამით

Published on

თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონებში გუშინ ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში ძლიერი წვიმა და ელჭექი, ზოგან ქარი იყო.
ვარკეთილში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა ძლიერმა ქარმა, მოგლიჯა ხეებიც, მასივში ზოგან არ იყო წყალი და გაზი. ვაზისუბანში მშენებარე კორპუსებიდან გადმოცვენილი სამშენებლო მასალები რამდენიმე მანქანას დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა. 
ასევე ვაზისუბანში, მეხი დაეცა სავარაუდოდ, ხეს. დაზარალებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, შემთხვევა ვიდეოკადრშიც მოხვდა. 
ხანძარი გაჩნდა ჩუღურეთში, ე.წ. მალაკნებზე, ჩიტაიას 33 ნომერში, მისი ლიკვიდირება მალევე მოხერხდა. 
წვიმდა რეგიონებშიც, მათ შორის, იმერეთსა და სამეგრელოში. 

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...