მთავარისიახლეებისაზოგადოება5 ივლისი მედიაზე ძალადობის დღეა

5 ივლისი მედიაზე ძალადობის დღეა

Published on

ზუსტად 3 წლის წინ ამ დღეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დედაქალაქის ქუჩებში ულტრამემარჯვენეების მიერ დაგეშილი ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები დასდევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ…

ძალადობრივი მოვლენების დროს, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ხელისუფლებას ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, ამ დრომდე არცერთი პირი არ დაუკავებია.

სწორედ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ გარდაიცვალა “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ლექსო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მოძალადეებმა სასტიკად სცემეს. 5 ივლისის მოვლენების შესახებ ჩვენი არხის გამომძიებელ ჟურნალისტებს არაერთიი ექსკლუზიური რეპორტაჟი აქვთ მომზადებული. ამ მასალებით კი ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოძალადეები დავალებებს სუსიდან იღებდნენ, თუმცა “ქართულ ოცნებას “ამ დრომდე უკანონო დავალების გამცემი მაღალჩინოსნები არ დაუსჯია. ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობენ რადიკალური დაჯგუფების ის ლიდერებიც, ვინც მასობრივ ძალადობას ორგანიზებას უწევდნენ.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...