მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლნისში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

ბოლნისში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

Published on

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი სუ-25 ჩამოვარდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. 

განცხადების თანახმად, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები. დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა.

მანამდე, უწყებამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული.

სუ-25, სოფელ დისველთან, ორი დღის წინ ჩამოვარდა. დაუღუპა პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი. გამოძიება “სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე” მიმდინარეობს.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...