მთავარისიახლეებისაზოგადოებაPOLITICO: ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლითაც საქართველო, უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდებიან

POLITICO: ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლითაც საქართველო, უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდებიან

Published on

POLITICO წერს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმების გაფორმებას განიხილავს, რომელიც აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოებას გამორიცხავს.

როგორც გამოცემა წერს, NATO-სთან დაკავშირებით ტრამპის გეგმებში უკრაინის ომი საკვანძო იქნება. უკრაინისთვის გეგმის ფარგლებში, რომლის შესახებაც აქამდე არ თქმულა, ტრამპი განიხილავს შეთანხმებას, რომლითაც NATO იღებს ვალდებულებას არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით – კერძოდ ეხება უკრაინასა და საქართველოს – და აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან იმაზე, უკრაინული ტერიტორიის რომელი ნაწილის შენარჩუნება შეუძლია მოსკოვს.

ტრამპთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების ორი ექსპერტის თანახმად, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის შიდა წრის მსჯელობებს იცნობენ, ტრამპი ახლა პუტინთან შეთანხმების დადების შესაძლებლობას განიხილავს, თუ რომელ ქვეყნებს შეუძლიათ NATO-ში გაწევრიანება, ეს უკრაინასა და საქართველოს შეეხება.

“ასე გეგმა გააუქმებდა NATO-ს ბუნდოვან დაპირებას უკრაინის სამომავლო წევრობაზე – პოლიტიკას, რომელსაც ბაიდენი აგრძელებს, თუმცა კონკრეტული ვადის დათქმის გარეშე”, – წერს გამოცემა.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...