მთავარისიახლეებიეკონომიკავინ გვარჩენს - რუსეთი, ევროკავშირი თუ ჩვენი თავგანწირული ქალები? ფულადი გზავნილები...

ვინ გვარჩენს – რუსეთი, ევროკავშირი თუ ჩვენი თავგანწირული ქალები? ფულადი გზავნილები ევროკავშირის ქვეყნებიდან წელს მეტია, ვიდრე რუსეთიდან

Published on

2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ფულადი გზავნილების სახით ევროკავშირის ქვეყნებიდან 78 მლნ დოლარი გადმოირიცხა საქართველოში, ხოლო რუსეთიდან 64 მლნ დოლარი. შესაბამისად ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით ევროკავშირი რუსეთზე წინაა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
 
 
იანვარ-თებერვალში ჯამში 224 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რომლის 35% ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო 29% რუსეთზე მოდის. მესამე ადგილზე ისრეალია 11%-იანი წილით (24 მლნ დოლარი). შემდეგ მოდის აშშ და თურქეთი 8-8%-იანი წილით (19-19 მლნ დოლარი).
 
 
 
2017 წელს ევროკავშირიდან 428 მლნ დოლარი, ხოლო რუსეთიდან 455 მლნ დოლარი გადმოირიცხა. რუსეთის წილი გზავნილებში 2013 წლიდან მცირდება და ბოლო 5 წელიწადში ფაქტობრივად განახევრდა, ევროკავშირიდან გზავნილებს კი ზრდის ტენდენცია აქვს.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...