მთავარისიახლეებიმსოფლიოდასავლელ ლიდერებს ამ დრომდე არ მიულოცავთ პუტინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება

დასავლელ ლიდერებს ამ დრომდე არ მიულოცავთ პუტინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება

Published on

ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა დასავლელ ლიდერებს ამ დრომდე არ მიულოცავთ.
 
რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, რუსეთის პრეზიდენტს  მიულოცეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა,  ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა, ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ.
პუტინმა მილოცვები მიიღო აგრეთვე  პოსტსაბჭოური სივრცის  რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისგან , მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, პრეზიდენტებისგან. 
 
„ეს გამარჯვება მეტყველებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტზე და თქვენს მიერ გატარებული კურსის აქტიურ მხარდაჭერაზე“, – წერია მისალოც ტექსტში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 
 
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო (56 მილიონზე მეტი) რუსული მედიის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,84 % უკვე დაამუშავა.
 
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობამ 67 % შეადგინა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...