მთავარისიახლეებიეკონომიკანუ დათესავთ თურქულ კარტოფილს - კიბო აქვს. მთავრობამ მისი...

ნუ დათესავთ თურქულ კარტოფილს – კიბო აქვს. მთავრობამ მისი შემოტანა საქართველოში 1 ივნისამდე აიკრძალა

Published on

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.
 
დოკუმენტის მიხედვით, იმპორტის აკრძალვის მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა. მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინოკონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.
 
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიას თქმით, ეს არის დროებითი ფიტოსანიტარიული ზომა კარტოფილის თესვის სეზონის დასრულებამდე.
 
„ეს არის დროებითი ზომა, რათა საკვებად გამიზნული თურქული კარტოფილი არ იყოს გამოყენებული სათესად“,- განაცხადა ლიპარტიამ.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...