მთავარისიახლეებისაზოგადოებაპორტუგალიასთან აღებული მამარდაშვილს EURO-24-ის თავის საუკეთესო სეივად მიაჩნია

პორტუგალიასთან აღებული მამარდაშვილს EURO-24-ის თავის საუკეთესო სეივად მიაჩნია

Published on

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ასახელებს მის საუკეთესო მოგერიებას ევრო2024-ზე. გიორგი მამარდაშვილი ესპანურ მედიასთან ამბობს, რომ გამორჩეული მოგერიება იყო პორტუგალიასთან მატჩში, როდესაც დიოგო დალოს არ გაატანინა გოლი.

მამარდაშვილი, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი მოგერიება აქვს, ამბობს, რომ ეს ყველაზე რთული დარტყმული იყო, რომლის მოგერიებაც მოუწია.

თუმცა პორტუგალიელს ეს გოლი რომც გაეტანა, მას რეფერი გააუქმებდა, რადგან მანამდე ლოჩოშვილს საჯარიმოში ეუხეშნენ და მსაჯმა VAR-ის საფუძველზე პენალტი დანიშნა.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 21 მოგერიება აქვს და ამ თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. ის არაერთმა გამოცემამ ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...