მთავარისიახლეებიTI- "აწარმოე საქართველოში" დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს

TI- “აწარმოე საქართველოში” დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, მიმდინარე წელს ორჯერ გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია სსიპ “აწარმოე საქართველოდან” 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღეს.

ორგანიზაციის განმარტებით, “კორუფციული რისკების მონიტორინგისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი საწარმოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე, სადაც დაფინანსებული საწარმოების ჩამონათვალს და გაცემულ თანხას ვითხოვდით, პასუხად კომპანიების ჯამური რაოდენობები და ჯამური თანხები მივიღეთ. ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო ბიუჯეტის ღია წყაროებიდან. მეორე წერილი, ანალოგიური მოთხოვნით, მიმდინარე წლის 23 აპრილს მივწერეთ, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია”, – ამბობს ორგანიზაცია.

მათივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2021 წლამდე “აწარმოე საქართველოს” დაფინანსებული საწარმოების სია მათთვის, ხელმისაწვდომი იყი, ინფორმაციის გაცემა 2021 წლიდან შეწყდა.

სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2021-2023 წლებში მეწარმეობის განვითარების პროგრამიდან, რომელსაც სსიპ “აწარმოე საქართველოში” ახორციელებს, 625 მლნ ლარი დაიხარჯა. ორგანიზაციის ცნობით, უცნობია ეს თანხა ვინ მიიღო.

2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....