მთავარისიახლეებიპოლიტიკავენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საბოლოო დასკვნას წარადგენს

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საბოლოო დასკვნას წარადგენს

Published on

საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია დღეს  საბოლოო დასკვნას წარადგენს.კომისიის 114-ე პლენარულ სხდომას, სადაც მისი გაცნობა მოხდება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრება.საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საქართველომ მიცემული პირობა ყველა პრინციპული რეკომენდაციის გათვალისწინებასთან დაკავშირებით შეასრულა.„ეს კონსტიტუციის ტექსტი არის ძალიან კარგი, იმაზე კარგი ვიდრე ოდესმე გვქონია ჩვენ. ამიტომ ძალიან წელში გამართული მიიღებს უმრავლესობა კონსტიტუციას 23 მარტს,“-აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა გაბუნია.მმართველი გუნდისგან საწინააღმდეგოს ამტკიცებს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუცია ისე გადაწერა როგორც მას აწყობდა და ქვეყნის მთავარი კანონი საკუთარ თავზე მოირგო.„სამწუხაროდ ეს პროცესი წარიმართა ისე, რომ არანაირი კავშირი დემოკრატიულ წესებთან ამას არ ჰქონია,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს მომავალ კვირას უყრის.„მე არ მოველი, რომ ჩვენ რაიმე ახალს და მნიშვნელოვანს მოვისმენთ თვითონ კომისიის დასკვნებში, იმიტომ, რომ არაფერი არ შეცვლილა რეალურად კონსტიტუციის საბოლოო რედაქციაში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...