მთავარისიახლეებიBRICS-ის ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ

BRICS-ის ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ

Published on

რუსეთის ქალაქ ყაზანში, ბრიქსის (BRICS) ქვეყნების სპორტულ ჩემპიონატი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია. ჩემპიონატზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც მონაწილეობენ.

რაც შეეხება საქართველოს, საიტზე წერია, რომ მას ორი წარმომადგენელი , ელენე ქებაძე და ნინო ოძელაშვილი ეყოლება.

ორგანიზატორების ცნობითვე, ოკუპირებული ცხინვალიდან 22 მონაწილე იქნება 6 სახეობაში, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან – 43 წარმომადგენელი 11 სახეობაში.

ბრიქსი (BRICS) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც 2006 წელს, პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა. 2017 წლიდან ყოველწლიურად ბრიქსის თამაშები იმართება. წელს ის 12-23 ივნისს ჩატარდება.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...