მთავარისიახლეებიჯუანშერ ბურჭულაძის NATO-ში ელჩად დანიშვნას პრეზიდენტი ხელს არ აწერს

ჯუანშერ ბურჭულაძის NATO-ში ელჩად დანიშვნას პრეზიდენტი ხელს არ აწერს

Published on

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნატოში ელჩად დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი ხელს არ აწერს. ინფორმაციას ჯუანშერ ბურჭულაძე “მთავარ არხს” თავადვე უდასტურებს, თუმცა მიზეზს ვერ ასახელებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არც სხვა ელჩების დანიშვნას აწერს ხელს.
ვინაიდან პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატურებს, უწყებამ პროცესი არჩევნებამდე შეაჩერა:

“პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.

აღარ წარადგენს მე როგორც ვიცი საგარეო, იმიტომ რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს].

მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს.” ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ბურჭულაძის თქმით, ელჩად მისი კანდიდატურა სხვა ქვეყანაშიც განიხილება, თუმცა სად, არ აკონკრეტებს:

“ჩვენ განვიხილავთ ასევე სხვა ქვეყანაში ელჩობასაც, რა თქმა უნდა ისევ პარტნიორ ქვეყნებში და მე ჩემს რესურსს გამოვიყენებ მაქსიმალურად, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაო ჩვენს პარტნიორებთან.” ამბობს ბურჭულაძე “მთავართან”.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...