მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხის იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

წალენჯიხის იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

Published on

ტურინში იუვენტუსის მსოფლიო ჩემპიონატზე „წალენჯიხის იუვენტუსმა“ 2 დღეში სამიდან სამივე თამაში მოიგო და უკვე 8 საუკეთესო გუნდს შორის არის, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

დღეს წალენჯიხამ პოლონეთის აკადემია ანგარიშით 2-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის „ოქროს ბადეში“ მოხვდა.
აკადემიის აღსაზრდელებმა, ტურნირის ორივე დღე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულეს.

გუშინ წალენჯიხამ ლონდონის იუვენტუსს 12-1 სძლია და პირველივე შეხვედრაზე ფავორიტებში დაწინაურდა. პატარა ფეხბურთელებმა გუშინვე ლოს-ანჯელესიც დაამარცხეს ანგარიშით 4-0 და ტურნირის ლიდერები გახდნენ.

წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები ევროპაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობენ. იუვენტუსის აკადემიების ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია ასპარეზობს. წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძის ინიციატივით შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის.

წალენჯიხის იუვენტუსის აღსაზრდელებს ტურინში პირდად მამუკა ხაზარაძე ახლავს და ჩემპიონატს პატარა ფეხბურთელების მშობლებთან ერთად გულშემატკივრობს.

სიახლეები

ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას – ზელენსკი საქართველოზე

ანდრიი სიბიჰასთან ერთად განვაახლეთ ჩვენი ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები მაისისა და ივნისისთვის. გუნდურ დონეზე,...

საპატრიარქო-მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათივე...

სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით...

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის წყვეტს

გამოცემა Saarbrücker Zeitung იუწყება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს ოფიციალურად 1975 წელს დაუძმობილდა,...