მთავარისიახლეებისაზოგადოებაბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეები დაჭრეს

ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეები დაჭრეს

Published on

შეიარაღებული თავდასხმა მარტვილში – სოფელ ბალდაში საპროტესტო კარავში მყოფი ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა.

დაჭრილები არიან ძმები მინდია და აჩი ბჟალავები. ისინი შვიდ თვეზე მეტია კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ სხვა ადგილობრივებთან ერთად. სხეულის სხვადასხვა არეში მინდია ბჟალავას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, მსუბუქი დაზიანებები აქვს მეორე ძმას.

თავდამსხმელები სანადირო თოფებით და დანებით იყვნენ შეიარაღებული. ბალდის კანიონის მცველი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“გინებით მოგვივარდნენ კარავში, შეურაცხყოფები რა თქმა უნდა, გინებები, ერთი ამბავი, ტყვიებით სავსე ქამრით, დანებით, დანები თუ ჰქვია მაგას, ხანჯლებით, წავიდა გაწევ-გამოწევა, წავართვით დანები, მერე დამირეკეს, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, მანქანაზე დავჯექი, წამოვიყვანეთ მარტვილის საავადმყოფოში, მანამდე დაჭრეს, მერე მოვიდნენ ჩვენთან, ალბათ ნასვამები იყვნენ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სავარაუდო დამნაშავეები, ასევე ძმები გელა და გიგა ხურცილავები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ინვესტორის – “კანიონ- 350-ის”, მფლობელის მამუკა მერკვილაძის ახლობლები არიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...