მთავარისიახლეებისაზოგადოებაპუტინმა უნდა წააგოს - ლეიენი

პუტინმა უნდა წააგოს – ლეიენი

Published on

რუსეთი იბრძვის იმისთვის, რომ დაასრულოს უკრაინა, უკრაინა კი იმისთვის, რომ დაასრულოს ომი – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ბერლინში, უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები ომში მყოფი ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ.

ლეიენის თქმით, არსად იმაზე უკეთ არ ჩანს რუსეთსა და უკრაინას შორის კონტრასტი, როგორც ქალაქ ხარკოვში. მისი თქმით, ბერლინში შეკრების მთავარი მიზეზიც, სწორედ უკრაინის დახმარებაა. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ პუტინმა უნდა წააგოს: “რუსეთი იბრძვის წარსულისთვის, უკრაინა კი უკეთესი მომავლისთვის. რუსეთი ანგრევს, უკრაინა კი თავს იცავს. არსად იმაზე უკეთ არ ჩანს ეს კონტრასტი, ვიდრე ბრძოლებით დაქანცულ ქალაქ ხარკოვში. ორი წლის წინ ხარკოვში ხალხმა განდევნა რუსეთის ჯარი და მას შემდეგ მათ არა მხოლოდ აღადგინეს, არამედ თავიდან გახსნეს თავიანთი კულტურული ცენტრების კარები, მოამზადეს გეგმა უფრო მწვანე ქალაქისთვის, რომელიც ტრადიციული ინდუსტრიებისა და ინოვაციური სტარტაპების კერად უნდა იქცეს. მაგრამ რუსული ბომბები ახლა ისევ ცვივა ციდან.

სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ჩვენ დღეს ბერლინში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. პუტინმა უნდა წააგოს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ ის ფერფლიდან აღდგეს. ეს პირველ რიგში ნიშნავს უკრაინისთვის იმ იარაღის მიწოდებას, რომელიც მას თავდაცვისთვის სჭირდება. გასულ წელს მე ვთქვი, რომ უკრაინას უნდა გადავცეთ უკრაინას გაყინული რუსული აქტივები და ახლა ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, საერთაშორისო სამართლის წესების გათვალისწინებით. ეს არის დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი, რომლის 90% მოხმარდება თავდაცვას, ხოლო 10% -რეკონსტრუქციას. გარდა ამისა, ჩვენ ამ საკითხზე მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზეც ვისაუბრებთ.” აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში...

კაცს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა – ტრაგედია მარნეულში, გზის გაყვანის დროს

კაცს მარნეულში მძიმე ტექნიკით გზა გაჰყავდა, რა დროსაც მოქალაქეს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა...

უამინდობის გამო, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას დენი შეფერხებით მიეწოდება

"უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი...