მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე პრემიერს დამწყებ დიპლომატს უწოდებს

გრიგოლ ვაშაძე პრემიერს დამწყებ დიპლომატს უწოდებს

Published on

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პრემიერის იმ განცხადებას აფასებს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა კრემლს გაუგზავნა.ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერი მოიქცა დამწყები დიპლომატივით და მან არასწორი ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება პასუხს, რომელიც პრემიერმა ლავროვის უწყებისგან მიიღო, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეს პასუხი საუბრისთვის სივრცეს არ ტოვებს.გრიგოლ ვაშაძემ ასევე ისაუბრა ჟენევის ფორმატზე. მისი განცხადებით, ჟენევის ფორმატის შეცვლა რუსეთის მხოლოდ რუსეთი ინტერესში შედის, რადგან ეს ფორმატი კრემლს დიდი ხანია "ყელზე ადგას."„დღეს, ალბათ, საქართველოში ბატონი კვირიკაშვილის გარდა ძნელი მოსანახია მოქალაქე, რომელიც გულწრფელად დაინახავს რაიმე კონსტრუქციულ სივრცეს იმ დამამცირებელ პასუხში, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრესის დეპარტამენტმა გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუფიქრებელ,  ზიანის მომტან განცხადებაზე. ეს მარტო დამწყებ დიპლომატ გიორგი კვირიკაშვილს შეუძლია და ის ორი თუ სამი თვე, რომელიც მან გაატარა საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ ყველანაირი მცდელობა, რომ შეიცვალოს ჟენევის ფორმატი ამაღლდეს, უფრო მოქნილი გახდეს ეს არის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, რომელსაც ყელზე ადგას ჟენევის ფორმატი,“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...