მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ აბაშიძე - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

ზურაბ აბაშიძე – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

Published on

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან უერთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჟენევის ფორმატია ადგილი, სადაც განიხილება საქართველო-რუსეთს შორის არსებული მნიშვნელოვანი საკითხები მანამ, სანამ არ მოხდება 2008 წელს დადებული შეთანხმებების შესრულება. „მოვისმინე ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს მინიშნებაა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის და ა.შ. სად დაინახეს ან როგორ წაიკითხეს ეს მინიშნება, გასაოცარია. რანაირად უნდა აღდგეს ამ ვითარებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ეს ხომ წარმოუდგენელია და არც დგას დღის წესრიგში, ვერც დადგება ამ ვითარებაში და ეს რუსებმაც კარგად იციან. 
ჟენევა არის მთავარი ფორმატი, სადაც განიხილება რუსეთთან ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითები. ეს ფორმატი შეიქმნა 2008 წლის შემდეგ და გარკვეულ შეთანხმებასთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...