მთავარისიახლეებიკონფლიქტებიახალგორიდან გათავისუფლებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი მცხეთის პოლიციაში დაკითხეს

ახალგორიდან გათავისუფლებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი მცხეთის პოლიციაში დაკითხეს

Published on

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. მათ ოკუპირებული ახალგორი გუშინ საღამოს დატოვეს.გვიან ღამით დასრულდა მათი დაკითხვა მცხეთის სამხარეო პოლიციაში.ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.დაკითხვის დროს პოლიციაში მათთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. მედიასთან დამატებითი დეტალების შესახებ არც მათ უსაუბრიათ.მანამდე გათავისუფლებულებს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები შეხვდნენ.საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს. გათავისუფლებულების ოფიციალური დაკითხვა მომდევნო დღეებში იგეგმება.„გამოძიება მიმდინარეობს 108-ე და 143-ე მუხლის საფუძველზე. ეს გულისხმობს განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. როგორც მოგეხსენებათ, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გადმოყვანილი არიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მიდის საგამოძიებო მოქმედებები და ჯერჯერობით თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან,“-განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძემ.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...