მთავარისიახლეებისაზოგადოებასტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

Published on

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განმცხადებლის მიმართ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. სარჩელი ვალერი გელაშვილის ცემისა და გირგვლიანის შეწყალების საქმეს ეხებოდა.

“საქმეში “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე.

სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

სიახლეები

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა 2022 წლის 29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდნას 8...