მთავარისიახლეებითინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

Published on

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს.
მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში თინათინ ბერძენიშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინც პირველ ტურში გადავიდა.
ბერძენიშვილმა დღეს სხდომაზე მომდევნო 6 წლიანი მართვის გეგმა წარადგინა და საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. ლაშა ტუღუში დაინტერესდა, რატომ დასაჯა ბერძენიშვილმა პირველი არხის თანამშრომლები პოსტების გაშეარების გამო. ტუღუშმა ასევე საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელს გაახსენა, რომ მან გარკვეული მოსაზრებების გამო არხის თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა.
პასუხად თინა ბერძენიშვილმა არ დამალა, რომ ამ პრაქტიკას კვლავაც გააგრძელებს.
რაც შეეხება პოსტების გაშეარებას, ისევ, დაპირება რომ ვტქვი, მე აღარ შევიცვლები და კი, ასე ვაპირებ გაგრძელებას, კიდევ ასე მოვიქცევი, ბატონო ლაშა, ასე ცუდად. სოციალური მედია არ არის სივრცე, ეს არის ყველაზე მძალვრი, სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალება, რომელიც ყველანაირი კვლევით, ყველანაირი სტატისტიკით იმაზე ძლიერია, ვიდრე პირველი არხი ან რომელიმე სხვა ტელეარხი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ჟურნალისტები როდესაც მიდიან გადაღებაზე ნებისმიერი პოლიტიური შეხედულების აზრის მიმართ, მათი გამოხატული პოსტი ნიშნავს უკვე პოზიციას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებულობას, დიახ, აყენებს ჩრდილს. უფრო მეტიც, ინდულგენცია გადაცემის არ არსებობს, გადაცემა იხსნება-იხურება, ეს შეფასების კრიტერიუმი არის დირექტორთა საბჭო და სამხატვრო საბჭო, რომელიც ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ასეთი არსებობს, – ტქვა ბერძენიშვილმა სხდომაზე.
ბერძენიშვილს კრიტიკული კითხვა დაუსვა ლიკა ბასილაია შავგულიძემაც, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ იწვევენ გადაცემებში აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლებს.
კი, ვღელავ, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და დირექტორი უნდა ერეოდეს თუ არა სარედაქციო პოლიტიკაში, ამაზეც, თუ საჭიროა, მომდევნო 6 წელი კიდევ ვიმსჯელოთ. ზუსტად იციან პროდიუსერებმა, ხელმძღვანელებმა, ვინ მოიწვიონ, რა დროს მოიწვიონ, როგორ გააშუქონ, – თქვა შავგულიძის კითხვის პასუხად, ბერძენიშვილმა.
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორი ბოლო 6 წლის განმავლობაში იყო.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...