მთავარისიახლეებიეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო - NAEC

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

ამ ეტაპზე აბიტურიენტებს საკუთარი ქულების ნახვა შემდეგ საგამოცდო საგნებში შეუძლიათ:

ქართული ენა და ლიტერატურა;
ისტორია;
ქიმია;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
სამოქალაქო განათლება;
ოსური ენა.
საკუთარი ქულის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს საშუალება აქვს, იხილოს საკუთარი ნაშრომის ასლი და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულა.

მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა / ისტორია / ოსური ენა: ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, ხოლო მინიმალური გამსვლელი ზღვარი – 15 ქულაზე მეტი;
ქიმია: ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა – 16;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა – 18;
სამოქალაქო განათლება: ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა – 16.
NAEC-ის განმარტებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.

გადალახა თუ არა აბიტურიენტმა მინიმალური ზღვარი, საბოლოოდ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც საგამოცდო შედეგების გათანაბრების პროცესი დასრულდება.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...