მთავარისიახლეებისაზოგადოებამაია ასათიანი: ,,ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში...

მაია ასათიანი: ,,ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!”

Published on

მაია ასათიანი არც მონასტერშია, არც საავადმყოფოში. იგი გადაცემა "პროფილის" ფეისბუქის გვერდზე ახლახან დადებულ პოსტში განმარტავს, თუ რატომ არ გასულა აგერ უკე სამი კვირაა   მისი  "პროფილი" ეთერში.
 
ცნობამ, რომ გადაცემის შეწყვეტის მიზეზი ტელეწამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, ბევრი ჩაახედა გულში – ესეც გაკვეთილია მათთვის, ვისაც გლოვის ეროვნული წესები  ბნელში ჯდომა და თვითგანადგურება ჰგონია, და თუ ვინმე ბედავს გაგრძელოს ცხოვრება არააფიშირებული ტკივილებით, ეს  აღიზიანებს , რადგან  თავი დედაზე უფრო დიდი ჭირისუფალი ჰგონია.
 
მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთ ციციკორეებს კარგი ადამიანები სჭარბობენ, შესაძლოა არა რიცხოვნებით, მაგრამ  თანაგრძნობის სიღრმით – უდაოდ. 
 
ალბათ სწორედ მათ მიემართება მაია ასათიანის პოსტი   იგი  საზოგადოებასა და მაყურებელს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის:
 
"ჩემო მეგობრებო, უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს, თქვენი თანადგომაა! მეგობრებო, არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს.
 
უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო… ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ, რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!" – წერს ტელეწამყვანი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...