მთავარისიახლეები"გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, შანტაჟი მიუღებელია" - კალაძის პროპაგანდა აშშ-ის MEGOBARI Act-ზე

“გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, შანტაჟი მიუღებელია” – კალაძის პროპაგანდა აშშ-ის MEGOBARI Act-ზე

Published on

თბილისის მერი კახა კალაძე გამოცემა “პოლიტიკოს” მიერ MEGOBARI Act-ის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბურთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარესაა. კალაძე მათ “შანტაჟში” სდებს ბრალს და ამბობს, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

თბილისის მერი ასევე ამტკიცებს, რომ ვერცერთ მაგალითს ვერ დაასახელებენ, რომ მათ რაიმე არასწორი გაეკეთებინოთ ან ისეთი ნაბიჯები გადაედგათ, რომელიც “რუსულ ინტერესებში” შედის.

“გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ასევე ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, ესეც მიუღებელია. გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან, ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ეს არის პირდაპირი ფრენები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და დავინახავთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორისგან არა მხოლოდ სიტყვებით და ჯერ არავინ არ იცის ეს ინიცირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა. თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო. ბურთი არის მათ მხარეს. საქართველო, ჩვენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე, თქვენ ვერ მოიყვანთ, ვერც თქვენ, ვერც თქვენი პატრონები ვერცერთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე არასწორი გაგვეკეთებინოს ან ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რომელიც რუსულ ინტერესებში შედიოდეს,” – აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოცემა “პოლიტიკომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესში ამ კვირაში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ამერიკამ საქართველოს შესაძლოა გამოუყოს დახმარების პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით. გარდა ამისა, “პოლიტიკოს” ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც მოითხოვს.

ქართულმა ოცნებამ კი დღეს საპასუხო განცხადება გაავრცელა, რითაც აშშ-ს შემოთავაზებაზე უარი თქვა და რუსული კანონი აირჩია.

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...