მთავარისიახლეებითუ მოვლენები ასე გაგრძელდა, ველით, რომ EBRD, ADB შეაჩერებენ დაფინანსებებს, რომლებიც მთავრობას...

თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, ველით, რომ EBRD, ADB შეაჩერებენ დაფინანსებებს, რომლებიც მთავრობას სარგებელს მოუტანს-Bankwatch Network

Published on

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის (CEE Bankwatch Network) დირექტორი, განცხადებას ავრცელებს საქართველოში, ყირგიზეთსა და EBRD-ის ოპერირების სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შემცირებაზე.

13 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში Bankwatch-მა ატეხა განგაში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის გაუარესების შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რათა გააფრთხიოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუეტები, რომელთა მონიტორინგსაც ახორციელებენ.

განცხადებაში საუბარია ყირგიზეთში მიღებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მისი მსგავსი კანონმდებლობის საქართველოს პარლამენტში განხილვაზე. (განცხადების გამოქვეყნების დროს რუსული კანონი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ იყო).

“ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტის საპასუხოდ მთავრობა რეპრესიულ მიდგომას ატარებს, რასაც Bankwatch-ის თანამშრომლების, ადგილზე ჩვენი ჯგუფის წევრებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვა პარტნიორების შევიწროება და დაშინება მოსდევს.

ჩვენ ვაფასებთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. თუმცა, თუ მოვლენები კვლავაც ასე გაგრძელდა, ჩვენ ველით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორებიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ისევე როგორც ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ საჯარო სექტორის ნებისმიერი დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი კერძო კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.

Bankwatch-ის გამოცდილებიდან ცხადია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო პროექტების განხორციელების რისკების შესამცირებლად, კორუფციის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო ფინანსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის. ამიტომ, განვითარების ბანკების ინტერესებშია უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ განაგრძოს თავისი არსებითი როლის შესრულება საინვესტიციო პროექტების წარმატებასა და მდგრადობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...