მთავარისიახლეებისაზოგადოებაშპს "აკვაპარკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადგილობრივ ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს

შპს “აკვაპარკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადგილობრივ ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს

Published on

შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს. მან დღეს ბრიფინგი გუბენიასთან გამართა. მიქავას განცხადებით, მერი იტყუება,  რადგან მისი თქმით, წინა მერისა და საკრებულოსგან აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნების პირობა ჰქონდა, თუმცა, მათ ეს პირობა არ შეასრულეს. ასევე მიქავას განცხადებით, ცრუ ბრალდებაა გოგიას მხრიდან ის, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა,  რადგან  თავად ხელისუფლებამ გადაწყვიტა იქ ბაზრის მოწყობა.სამხარეო ადმინისტრაციასა და მერიაში მიქავას საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ ის ლაშა გოგიას მოგვიანებით შეხვდება. აკვაპარკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბრიფინგი წინა კვირასაც გამართა,მის საპასუხოდ კი ლაშა გოგიამ განაცხადა, რომ მიქავა მერიაში განცხადებით არ შემოსულა და აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე  900 ათასამდე კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავამ წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 ლარად შეისყიდა, თუმცა, ვალდებულებებიs შეუსრულებლობის გამო მიწა ჩამოართვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და საკრებულოს დაავალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა უწყება მას ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...