მთავარისიახლეებიოხანაშვილიც ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღება "საზოგადოების დაკვეთაა"

ოხანაშვილიც ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღება “საზოგადოების დაკვეთაა”

Published on

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, პრემიერმინისტრ კობახიძის მსგავსად ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღება “საზოგადოების დაკვეთა” იყო. ოხანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტი მესამე მოსმენით მას ხვალ განიხილავს.

ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს პოლიციას და ამტკიცებს, რომ სამართალდამცავები პროპორციულად მოქმედებენ. ოხანაშვილის თქმითვე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით კენჭს პლენარულ სხდომაზე ხვალ, 14 მაისს უყრიან.

“ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება. დღესაც ყველას შესაძლებლობა ჰქონდა, თუ ვინმეს რედაქციული შენიშვნები ჰქონდა დაეფიქსირებინა, მაგრამ არც კი მოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე, არც კი შემოვიდნენ ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდნენ და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად. აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელონ. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება, თხოვნა, კანონი არ დაარღვიონ. კანონის დარღვევის შემთხვევაში იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული…
შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ჩვენ საზოგადოებას. აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც გამოუცხადა ნდობა ჩვენ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის და ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად…ხვალ იქნება, რა თქმა უნდა, პროცედურულად გათვალისწინებული. იმიტომ, რომ მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე იქნება ხვალ. რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, საზოგადოებას, ვისაც კონკრეტული საკითხი აღელვებს, ვინც კონკრეტულ საკითხს არ ეთანხმება, მშვიდობიანად, სრული უფლება აქვს გამოხატოს თავისი აზრი. მშვიდობიანი აზრის გამოხატვა და შეკრება არის დაცული,” – ამბობს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, საზოგადოების პროტესტის ფონზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. სხდომა 1 წუთს გაგრძელდა. ოპოზიციას მასზე დასწრების შესაძლებლობა არ ჰქონია. მას “ოცნების” დეპუტატებთან ერთად, მხოლოდ “ევროპელი სოციალისტები” ესწრებოდნენ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...