დღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი 8 მარტის თემაა "დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად.“ .როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, შეუერთდეს მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას 8 მარტს, რათა ერთად იზეიმოს, იმოქმედოს და შეცვალოს ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე.ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.რაც შეეხება გასულ წელს, 2017 წელი ქალის უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული იყო – მათ შორის ჰოლივუდშიც. მთელი წლის განმავლობაში სოციალურ მედიაში ჰარვი ვაინშტეინის შესახებ საუბარი არ შეწყვეტილა და ამას გარკვეული გამოძახილიც მოჰყვა. რაც შეება აფრიკის ნაწილს, ლათინურ ამერიკას და აზიას აქ კამპანიამ "მეც" (MeToo) არ გაამართლა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ყოველი სამი ქალიდან ერთი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა.
დღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სიახლეები
მსოფლიო
აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს
ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...
საზოგადოება
საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...
საზოგადოება
ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია
"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...
საზოგადოება
საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...