მთავარისიახლეები3-4 მაისს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან

3-4 მაისს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან

Published on

პარლამენტის განცხადებით, 3-4 მაისს, შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე და ვიზიტორებს შეეზღუდებათ შესვლა. მათივე ცნობით, შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. ეს ნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევლენ.

“„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტში გუშინ, 2 მაისს, ბიურო და პლენარული სხდომა არ გაიმართა. მიზეზად დასახელდა ის, რომ შენობა დასალაგებელი იყო და ერთ ნაწილში ჩამსხვრეული იყო შუშები.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...