მთავარისიახლეებიილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და წადი სახლში - სამადაშვილი

ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და წადი სახლში – სამადაშვილი

Published on

დაწერე განცხადება და წადი სახლში! – “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს:

“ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვეღარ მოდის საქართველოს პარლამენტში იმიტომ, რომ ეს პარლამენტი აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამიტომ მე ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და გადადექი იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ითვლის საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს და შენ ის მაინც შეგრჩება შენს ბიოგრაფიაში, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში!” – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში დარჩიაშვილის მოსმენა იყო დაგეგმილი, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედეს და დღეს ყველანაირი სხდომა გააუქმეს. შენობაში არ უშვებენ არავის. მიზეზად კი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების მიერ “შენობის და ინფრასტრუქტურის დაზიანებაა” დასახელებული.

სიახლეები

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00...

“ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ...

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...