მთავარისიახლეები"ეს არჩევნები წავაგეთ" – ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

“ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

Published on

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, არჩევნებში “სტუდენტურმა სიამ” გაიმარჯვა.

“შერჩევითი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა – მათ 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ჩვენ კი –დაახლოებით 105.” – თქვა ვუჩიჩმა.

მისივე შეფასებით, მისმა საარჩევნო სიამ დაახლოებით 1.72 მილიონი ხმა მიიღო, “სტუდენტურმა სიამ” კი – დაახლოებით 2.2 მილიონი.

ვუჩიჩის მიერ დასახელებული მაჩვენებლები წინასწარია. ამ გათვლით, სტუდენტური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილი სია 250-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომამდე ვუჩიჩის მიერ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს თითქმის ორწლიანი სტუდენტური საპროტესტო ტალღა უძღოდა წინ.

გამოსვლები 2024 წელს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ დაიწყო. ტრაგედიას მაშინ 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომიტინგეები მომხდარს კორუფციასა და დაუდევრობას უკავშირებდნენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ.

სიახლეები

უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება არმიის რაოდენობის შემცირებას ან ნეიტრალურ...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00...

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...