მთავარისიახლეები"სასწრაფოდ გვჭირდება Patriot-ის სისტემები და რაკეტები" - ზელენსკი

“სასწრაფოდ გვჭირდება Patriot-ის სისტემები და რაკეტები” – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა და განაცხადა, რომ გადაუდებელ საჭიროებას დღეს უკრაინელი მებრძოლებისთვის Patriot-ის სისტემები წარმოადგენს.

“მიუხედავად იმისა, რომ 6 თვის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ველოდით ამერიკის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას, რუსეთის არმიამ მოახერხა ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე, ჩვენ მაინც შეგვიძლია არამხოლოდ ფრონტის სტაბილიზაცია, არამედ წინსვლა, უკრაინის მიზნების მიღწევა. პირველ რიგში, საჭიროა შორი მოქმედების იარაღი, რომ ოკუპირებული ტერიტორიის არცერთი კუთხე არ იყოს უსაფრთხო ადგილი ოკუპანტისთვის. წელს რუსულმა თვითმფრინავებმა უკვე გამოიყენეს 9 ათასზე მეტი მართვადი ავიაბომბი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები, რომ ჩამოვაგდოთ მათი საბრძოლო თვითმფრინავები, რათა ვერ მიუახლოვდნენ ჩვენს პოზიციებს და საზღვრებს. ეს შესაძლებელია. ისევე, როგორც შესაძლებელია უკრაინის ქალაქების დაცვა რუსული რაკეტებისგან. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება Patriot-ის სისტემები და რაკეტები. უკრაინას სჭირდება, სულ მცირე, 7 ასეთი სისტემა. თქვენ გაქვთ ეს სისტემები და მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა,” – თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, “რამშტანის” შეხვედრაზევე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი უკრაინას Patriot-ებს გადასცემს

სიახლეები

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...