მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ პროექტს წარადგენენ

დღეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ პროექტს წარადგენენ

Published on

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ არის ინიცირებული და ის პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს,  მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგები.კურსები მოიცავს, როგორც ზოგად პროფესიულ პროგრამას, ასევე საგნობრივ (ფიზიკა,   ქიმია,   ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს. კურსების შემუშავება დასრულდება   2019 წლის აპრილში და პილოტირების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის.ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...