მთავარისიახლეებისაზოგადოება29 აპრილს რუსთაველზე იდგება ტყუილი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, მონობა, ჩმორობა -...

29 აპრილს რუსთაველზე იდგება ტყუილი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, მონობა, ჩმორობა – ჯაფარიძე

Published on

“29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას რის გამო აკეთებენ – სჯერათ რომ ღირსებას იცავენ დასავლეთისგან (იდიოტები არიან), სჯერათ რომ რუსეთშია ხსნა (მოღალატეები არიან) თუ უჭირთ და შემოსავლის დაკარგვა არ უნდათ (გამყიდვლები არიან)

ყველა შემთხვევაში სირცხვილია. მათ თუ არა, მათ შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ.

29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა და ყველაფერი ნაგავი რასაც განასახიერებს დღევანდელი რუსეთი და საითაც მიაქანებს ივანიშვილი ამ ქვეყანას.

აი ღარიბაშვილი იდგება. ამ რუსულ ნაგავში კოტრიალი ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის არჩევანია.

მეორე მხარეს არის თავისუფლება, ღირსება, სიმართლე, წესიერება, კეთილდღეობა, გრძელვადიანი მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი და ყველაფერი ის რის გამოც გონიერ ადამიანებს უნდათ დასავლეთი ამ ქვეყანაში საკუთარი შვილებისთვის.

ეს ქვეყანა არ გარუსდება. უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს”.

წერს “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე “ოცნების” მიერ რუსული კანონის მხარდასაჭერად დაანონსებულ აქციაზე.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...