მთავარისიახლეებისაზოგადოებასტუდენტების პროტესტი თსუ-ში ინაცვლებს

სტუდენტების პროტესტი თსუ-ში ინაცვლებს

Published on

სტუდენტების პროტესტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ინაცვლებს. დღეს ზუსტად 18:0 საათზე ახალგაზრდები რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს თსუ-ს პირველ კორპუსთან ელოდებიან. პროტესტის სათავეში მოქცეული თაობა სწორედ უნივერსიტეტის ეზოდან გააპროტესტებს ხელისუფლების პრორუსულ ქმედებებს და რუსული კანონის მომხრე პრემიერის საქციელსაც, რომლის თანდასწრებითაც სტუდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალგაზრდები არ აპირებენ შეეგუონ იმ აზრს, რომ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღება აქვს გადაწყვეტილი, ამიტომ აანონსებენ, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი და სიურპრიზებით სავსე.

გარდა ამისა, ახალგაზრდები საინფორმაციო კამპანიას აანონსებენ და ამბობენ, რომ რუსული კანონის საფრთხეებზე ინფორმაციას ყველა ადამიანს მიაწვდიან.

დღეს შევიკრიბებით თსუ-თან 18:00 საათზე, რათა კიდევ ერთხელ გავაგონოთ თსუ-ელების ხმა ყველას. სწორედ ეს უნივერსიტეტი იყო ყოველთვის ყველა პროტესტის ეშელონში და ვფიქრობ, რომ ეს ძველი დიდება უნდა დაუბრუნდეს თსუ-ს, – ამბობს სტუდენტი დავით სეხნიაშვილი.

აქციის ორგანიზატორი გიორგი დუმბაძე კანონპროექტის მეორე მოსმენაზე მასშტაბურ პროტესტს აანონსებს. სტუდენტი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლა ახალგაზრდების მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი.

მეორე მოსმენაა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მეორე მოსმენისთვის ვგეგმავთ, რომ აბსოლუტურად ყველა, პოლიტიკური პარტიები იქნება, არასამთავრობოები, ჩვენ, სტუდენტები თუ სხვა ნებისმიერი, ყველა ერთად გავერთიანდებით და ერთად ვიდგებით იქ, სადაც საჭიროა. ჩვენ ვაპირებდით ისედაც, რომ უნივერსიტეტების სივრცეებში გადავსულიყავით, ვინაინდა ყველაზე მეტად ვისაც ეხება ეს კანონი, არიან სტუდენტები და მათი ჩართულობა თავინათი მომავლისთვისვე არის უმნიშვნელოვანესი, – ამბობს გიორგი დუმბაძე.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...