მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაოკუპაციო ხაზთან დაკავებული მალხაზ წურწუმიას ოჯახი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მალხაზ წურწუმიას ოჯახი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს

Published on

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მალხაზ წურწუმიას ოჯახი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით შემთხვევა 22 თებერვალს მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, რა დროსაც დააკავეს. დაკავებული ოჯახს ე.წ. მესაზღვრის ტელეფონით დაუკავშირდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდელი მალხაზ წურწუმიას საქმის გამოძიება დაწყებული აქვთ. წურწუმიას გათავისუფლების საკითხი ქართულმა მხარემ 27 თებერვალს გალში გამართულ შეხვედრაზე მოითხოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  შესაძლოა დაკავებულმა უახლოეს პერიოდში დატოვოს გალის იზოლატორი.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...