მთავარისიახლეებივვარაუდობ, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობას - ფარკასი რუსულ...

ვვარაუდობ, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობას – ფარკასი რუსულ კანონზე

Published on

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ეველინ ფარკასი, რომლის კომპეტენციის სფეროში შედიოდა რუსეთი და კავკასიაც, არ გამორიცხავს, რომ აშშ–მა სანქციები დააწესოს, თუ საქართველო რუსულ კანონს მიიღებს.

როგორც მან “აქცენტთან” საუბრისას აღნიშნა, ვარაუდობს, რომ აშშ უკვე განიხილავს სანქციების საკითხს და ამ კანონის მიღება გადაწყვეტილებას მხოლოდ დააჩქარებს.

“მე ვვარაუდობ, რომ აუცილებლად იქნება სანქციები, თუ საქართველოს რესპუბლიკა მსგავს კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ დაარღვია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამიტომ, ამ კონტექსტში, მე კარგად წარმომიდგენია, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობას მათ მიმართ, ვინც უზრუნველყოფს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად. ეს [კანონის მიღება] მხოლოდ ერთგვარი სტიმული იქნება სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად” ამბობს ფარკასი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა კანონის მიღება სანქციებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა უპასუხა, რომ ეს ჯერ კანონპროექტია და ამ ეტაპზე სათქმელი არაფერია – “თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით”.

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...