მთავარისიახლეები"ოცნებამ" რუსული კანონი დაარეგისტრირა -განხილვა 12 აპრილიდან დაიწყება

“ოცნებამ” რუსული კანონი დაარეგისტრირა -განხილვა 12 აპრილიდან დაიწყება

Published on

“ქართულმა ოცნებამ” ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი ხელახლა წარადგინა და დაარეგისტრირა. კანონპროექტს პარასკევს, 12 აპრილს, იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ბიუროს სხდომა პარლამენტს გარეთ პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე, სამივე მოსმენით იქნება მიღებული.

მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება ვერ შეძლო. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც. მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა “რუსული კანონი” უკან გაეწვია და ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა- “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის,” – თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.

სიახლეები

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს უკრაინის მხარდაჭერის გამო ემუქრება

"რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა NATO-ს ქვეყნები არა მხოლოდ დიპლომატიური არხებით, არამედ საჯაროდაც, რომ კიევის რეჟიმისადმი...

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს - განცხადებას შსს ავრცელებს და წერს, რომ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის...

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...