მთავარისიახლეები"ოცნება" პარლამენტში "რუსულ კანონს" ხელახლა აინიცირებს

“ოცნება” პარლამენტში “რუსულ კანონს” ხელახლა აინიცირებს

Published on

“ქართული ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსულ კანონს პარლამენტში ხელახლა აინიცირებს. განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი სრულიად უცვლელია.

მდინარაძე ამბობს, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

“უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინფიცირებული, ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვთქვით მზადყოფნა ტერმინი უცხოური გავლენის აგენტი სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა, ჩვენ მიერ დღეს დაინფიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია”, – თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...