მთავარისიახლეებიმსოფლიო"კროკუსის" შემდეგ ტერორისტები კიევში უნდა ჩასულიყვნენ, რათა ჯილდო მიეღოთ - კრემლი

“კროკუსის” შემდეგ ტერორისტები კიევში უნდა ჩასულიყვნენ, რათა ჯილდო მიეღოთ – კრემლი

Published on

რუსეთის ხელისუფლების რუპორი, რუსეთის საგამოძიებო სამსახური ჯიუტად ამტკიცებს, რომ “კროკუს სითი ჰოლზე” განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ტერორისტები კიევში უნდა ჩასულიყვნენ, რათა კუთვნილი ჯილდო მიეღოთ. 

ეს მას შემდეგ ხდება, რაც აშშ-მა რამდენჯერმე და ოფიციალურად, ვიცე-პრეზიდენტის დონეზეც კი განაცხადა, რომ ტერაქტის უკან არ დგას უკრაინა და მოსალოდნელ თავდასხმაზე კრემლს დაწვრილებითი ცნობები ჰქონდა.

შეგახსენებთ, “კროკუსზე” შეტევის დროს მოკლულთა რიცხვი დღეს კიდევ ერთხელ გაიზარდა, ამჟამად სიაში 144 მოკლული და გარდაცვლილია, დაჭრილთა რაოდენობამ კი 282 შეადგინა. 

ასევე, შეგახსენებთ, რომ “კროკუსში” მოკლულთა შორის რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკიც იყო, რომელიც მოსკოვში უკრაინიდან ჩავიდა, სადაც რუსეთის მხარეს იბრძოდა და ხანმოკლე შვებულება მისცეს, რათა ოჯახის წევრები ენახა. მანაც ნახა, მაგრამ ბოლოჯერ…

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...