მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის ტერიტორიის ნაწილი დე ფაქტო ოკუპირებულია კიევის რეჟიმის მიერ - პესკოვი

რუსეთის ტერიტორიის ნაწილი დე ფაქტო ოკუპირებულია კიევის რეჟიმის მიერ – პესკოვი

Published on

რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ამჟამად კიევის რეჟიმის მიერაა ოკუპირებული, საჭიროა “ახალი რეგიონების” გათავისუფლება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა “არგუმენტი ი ფაკტისთან” ინტერვიუში განაცხადა. დიმიტრი პესკოვი “ახალ რეგიონებში” უკრაინის იმ ტერიტორიას გულისხმობს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ იქ ამ დრომდე შეტაკებები მიმდინარეობს, ზოგიერთ ტერიტორიას კი (მაგალითად, ხერსონს და ხერსონის ოლქის უდიდეს ნაწილს) უკრაინელებნი აკონტროლებენ. 

“ჩვენ ფედერაციის ახალი სუბიექტები გვყავს და ჩვენთვის მთავარია, იქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება დავიცვათ, ასევე გავათავისუფლოთ თერიტორია, რომელიც დე ფაქტო, კიევის რეჟიმის მიერაა ოკუპირებული”, – თქვა დიმიტრი პესკოვმა. 

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინასთან საომარ მდგომარეობაშია:

“დიახ, ეს დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ მას შემდეგ, რაც  კოლექტიური დასავლეთი უკრაინის მხარდამჭერი და მხარე გახდა, ჩვენთვის ეს უკვე ომადაა ქცეული”, – დაამატა პესკოვმა. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...