მთავარისიახლეებიმსოფლიობელგოროდში მასშტაბური ევაკუაციაა - ქალაქს დაახლოებით 9 000 ბავშვი ტოვებს

ბელგოროდში მასშტაბური ევაკუაციაა – ქალაქს დაახლოებით 9 000 ბავშვი ტოვებს

Published on

რუსეთის მოხალისეთა კორპუსი, ციმბირის ბატალიონი და ბატალიონი “სვობოდა როსიი” იმდენად გააქტიურდნენ, რომ რუსეთის ქალაქებს ბელგოროდსა და კურსკს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. 

მოხალისეთა კორპუსმა დღესაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს მიმდინარე ბრძოლები ჩანს: უცნობი პირები ცეცხლს რუსულ ჯავშანმანქანებს უხსნიან. 

საღამოს მონაცემებით, ბელგოროდის ოლქის გრაინვოროპნის დასახლებასთან, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, საბრძოლო შეტაკებები გრძელდება. 

ბელგოროდის საოლქო ადმინისტრაციამ და ქალაქის ხელმზღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, ქალაქიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცა განახორციელოს. 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურად არ იღო პარტიზანთა გაფრთხილება და არ მოახდინა ევაკუაცია მას შემდეგ, რაც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლმა სამმა რუსულმა ბატალიონმა ბერლგოროდსა და კურსკზე შეტევები დააანონსა და სიტყვას საქმე მოაყოლა: რამდენიმე რაკეტა ბელგოროდის ცენტრშიც აფეთქდა. 

ამის შემდეგ მიღებულია ევაკუაციის გადაწყვეტილება და უკვე ცნობილია, რომ მეურვეებთან ერთად, ქალაქს 9.000-მდე ბავშვი დატოვებს. 

სიახლეები

ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის

უკრაინული თავდასხმების შემდეგ ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის - მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია...

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...