რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვირას საღამოს თავის საარჩევნო შტაბში გამოსვლისას ღიად ახსენა ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომლის გვარის ხსენებასაც, როგორც წესი, თავს არიდებდა და მის გარდაცვალებას კოლონიაში “სამწუხარო მოვლენა” უწოდა.
პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას, იმ პირობით, რომ ნავალნი რუსეთში არ დაბრუნდებოდა.
“რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. […]
ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა, რომ არსებობს იდეა, გაცვალონ ბატონი ნავალნი დასავლეთის ქვეყნებში ციხეში მყოფ ადამიანებზე. შეგიძლიათ დამიჯეროთ, ან არა, პირს, ვინც მელაპარაკებოდა, ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება და მე ვუთხარი: “თანახმა ვარ”. მხოლოდ ერთი პირობით: ვცვლით, რომ არ დაბრუნდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა”, – თქვა პუტინმა.
ნავალნი 2021 წლის დასაწყისიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ის კოლონიაში გარდაიცვალა. რამდენიმე დღე ოჯახს ცხედრის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ.
ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, 1-ელ მარტს დაკრძალეს. ამ დღეს რუსეთში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.