მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი გოგიაშვილს სამშობლოში კვირას ჩამოასვენებენ -ნოდარ ნასიროვი კიევში...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი გოგიაშვილს სამშობლოში კვირას ჩამოასვენებენ -ნოდარ ნასიროვი კიევში დაკრძალეს

Published on

უკრიანში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გიორგი გოგიაშვილს სამშობლოში კვირას, 17 მარტს, გამთენიის ჩამოასვენებენ. მასთან ერთად დაღუპული ნოდარ ნასიროვი კი, კიევში, გუშინ დაკრძალეს. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს და შვილიც უკრაინაშია.

“ქართული ლეგიონის” წევრები უკრაინის ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე პარასკევს, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპნენ. ისინი ლეგიონის რიგებში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ირიცხებოდნენ.

გიორგი გოგიაშვილსა და ნოდარ ნასიროვს თანამებრძოლები კიევში ქართული ლეგიონის სამხედრო ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

პუტინის აგრესიას უკრაინაში, ბოლო 2 წელში უკვე 61 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

სიახლეები

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის...