მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებას აშშ-ში უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებას აშშ-ში უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

Published on

  ვაშინგტონი. პოლიტოლოგი პოლ კრიგო : 

"საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაფერი არ უნდა მოხდეს, ვიდრე ყველა სააპელაციო პროცესი არ დასრულდება. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძე აცხადებს, რომ ნიშნავენ რუსთავი2-ის დროებით მმართველებს და ეს არის ტელევიზიის ხელში ჩაგდება. ჩანს, რომ ეს არის არა უბრალოდ ინდივიდუალური პირების მიერ ხელში ჩაგდება, არამედ მათ ამის გასაკეთებლად სანქცია მთავრობამ მისცა. მთავრობის უკან კი ბიძინა ივანიშვილი დგას.

"არაორდინალურია ამგვარი ოპერაციის ნახვა. ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილია და ვნახავთ, მომდევნო დღეებში რა მოხდება. როგორც ვიცი, ახლა თბილისში ღამეა და ადამიანები იკრიბებიან ტელევიზიის შენობასთან. ვნახოთ, როგორი იქნება ხალხის ნება. უახლოეს თვეებში არჩევნების გარეშე მათ არაფერი რჩებათ ქუჩაში გასვლის გარდა. ამ ორი ახალი მმართველის დანიშვნით კანონის უზენაესობა დაამსხვრიეს. ასეთი სისწრაფით სვლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ უნდა იქნას დაშვებული," – განაცხადა კონგრესის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა პოლ კრიგომ. 

სიახლეები

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...