მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ საქართველოსთვის საგარეო დახმარების მოცულობას 8 მილიონი დოლარით ამცირებს

აშშ საქართველოსთვის საგარეო დახმარების მოცულობას 8 მილიონი დოლარით ამცირებს

Published on

აშშ საქართველოსთვის საგარეო დახმარების მოცულობას 8 მილიონი დოლარით ამცირებს. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს განსახილველად გუშინ გაეგზავნა.

დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს, წერია, რომ ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე დაეხმარება ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. აშშ-ს მიაჩნია, რომ “საგარეო დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოში კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური კონტროლის, ანტიკორუფციული ინიციატივებისა და მთავრობის ყველა დონეზე, საჯარო ანგარიშვალდებულების, შიდა კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერებას”. დოკუმენტში ნახსენებია საქართველოში მედია გარემოც და ნათქვამია, რომ საგარეო დახმარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სანდო, დამოუკიდებელი და დაბალანსებული მედია გარემოს შექმნას.

2022, 2023 და 2024 წლების საბიუჯეტო მოთხოვნებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავდა. ბიუჯეტის პროექტებში ნახსენები იყო რუსეთის მავნე ზეგავლენა, როგორც საფრთხე ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის საბიუჯეტო პროექტში ასეთი ჩანაწერი აღარ არსებობს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...