მთავარისიახლეები"ოცნებამ" სპეცოპერაციით გაწირა წალენჯიხის მერიის 2 თანამშრომელი, რომლებთანაც თვეების განმავლობაში მუშაობდა სუს-ის...

“ოცნებამ” სპეცოპერაციით გაწირა წალენჯიხის მერიის 2 თანამშრომელი, რომლებთანაც თვეების განმავლობაში მუშაობდა სუს-ის აგენტი -ხარჩილავა

Published on

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ქრთამის აღების ბრალდებით მერიის ორი თანამშრომლის დაკავებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და სპეცოპერაციის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

“კორუფცია წალენჯიხის მერიაში – ამ სლოგანისთვის “ქართულმა ოცნებამ” სპეცოპერაციით გაწირა წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი, რომლებთანაც თვეების განმავლობაში მუშაობდა სუს-იდან მოვლენილი სპეც. აგენტი. ჩვენთვის მიუღებელია დანაშაულის პრევენციის ნაცვლად მოხდეს დანაშაულის პროვოცირება,” – ამბობს ხარჩილავა.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხაში ქრთამის აღების ბრალდებით მერიის ორი თანამშრომელი 26 თებერვალს დააკავეს. სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, მათ 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....