მთავარისიახლეებიეკონომიკანუ დააგვიანებთ: თხილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად აგროტექნიკური სამუშაოები თებერვალ-მარტში უნდა ...

ნუ დააგვიანებთ: თხილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად აგროტექნიკური სამუშაოები თებერვალ-მარტში უნდა განახორციელოთ

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებს მოუწოდებს, თხილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად თებერვალ-მარტში აგროტექნიკური სამუშაოები განახორციელონ. 
 
სამინისტროს ცნობით, ბოლო სამი წლის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის შემცირების უმთავრესი მიზეზი არის გულის სიდამპლე, რაც განპირობებულია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით, ასევე ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას მოქმედებით. ფერმერთა ძალისხმევა უნდა წარიმართოს სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით.
 
„ზამთრის ბოლოს-ადრე გაზაფხულზე თხილის წარმოების ყველა ზონაში უნდა ჩატარდეს ფენოლოგიური დაკვირვება კვირტების მდგომარეობაზე, რათა სწორად დაიგეგმოს სოკოვანი (მონილიოზის, ფუზარიოზისა და ა.შ.) და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ეს ღონისძიებები, კერძოდ, ქიმიური წამლობები მიმართულია პათოგენური მიკროორგანიზმების კვირტებზე დასახლებისა და შეჭრის წინააღმდეგ. 
შესხურებების ზუსტი კალენდარული დროის მითითება გაძნელებულია კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო. ამდენად, ყურადღება უნდა გამახვილდეს მცენარის ფენოლოგიურ ფაზებზე. პირველი შესხურება ტარდება კვირტების დაბერვის ფაზაში მხოლოდ კონტაქტური სპილენძისშემცველი ფუნგიციდებით, როგორიცაა: კოსაიდი, კუპროქსატი, სპილენძის ქლორჟანგი, ჩემპიონი, იროკო, ნორდოქსი, აირონი, პოლტიგლია, ბორდოფლო, ოქსიქლორი, კუპროფლო, კუპერვალი, ბორდო ლუქსი და სხვა, ასევე 1,5 ან 2%-იანი ბორდოს ხსნარი. მეორე შესხურება უნდა ჩატარდეს კომბინირებული ნაზავით კვირტების გახსნის შემდეგ, ასევე სპილენძისშემცველი კონტაქტური პრეპარატებით და კვირტის ტკიპას არსებობის შემთხვევაში (როცა ერთ შტამბზე დაზიანებული კვირტების რაოდენობა 3-4 ცალს აჭარბებს) შესაბამისი აკარიციდებით (მასაი, ვერტეკი, ენვიდორი, ორტისი, ზუმი, ტალავი, კაისო, გოლდმაიტი ან სხვა). თუ ფერმერი ვერ მოახერხებს ორივე წამლობის ჩატარებას, ერთი კომბინირებული წამლობა მაინც უნდა ჩატარდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მდედრობითი კვირტების 15-20%-ზე მეტის გაშლის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ ბორდოს ხსნარის გამოყენებას. 
 
უაღრესად მნიშვნელოვანია თხილის ნარგაობების დროული გასხვლა-ფორმირება და ამონაყარის მოცილება, რაც მეტად ამაღლებს მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ეფექტურობას“, – ნათქვამია სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...